23:35 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 15:30:04, 1022 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შსს–დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა. 

ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის მრჩეველმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში,  კახა კოჟორიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ შსს–ს  რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტით საწყისი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია გადადგმული და რეფორმები მომავალში, უფრო სწრაფად, კარგად და გააზრებულად უნდა გაგრძელდეს.  

„პრეზიდენტი, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისა და ასევე სპეციალური მიმართვის დროს ხაზს უსვამდა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის შსს–ს რეფორმირების საკითხს. პრეზიდენტი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ რეფორმირება არის ქვეყნისთვის   გადაუდებელი ინტერესის მქონე, რაც დროულად და კარგად უნდა განხორციელდეს, სწორედ ამ მიზანს და ამ სფეროს ემსახურებოდა პრეზიდენტის მიერ ვეტო–ს ორჯერ გამოყენება ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დკავშირებით“, – აღნიშნა კოჟორიძემ. 

ცნობისთვის, „სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ კანონი  შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფასა და საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნას ითვალისწინებს.
კერძოდ, შსს-ში დარჩება ყველა პოლიციური დანაყოფი, ხოლო უშიშროება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მთავრობას პრემიერი წარუდგენს, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში კი, პარლამენტი განიხილავს და უმრავლესობით 6 წლის ვადით დაამტკიცებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველი აგვისტოდან შეიქმნება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics