06:30 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 13:20:07, 1155 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობამ შსს-ს რეფორმის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

რეფორმა შსს-ს ორ ნაწილად გაყოფას გულისხმობს. კერძოდ, შსს-ში დარჩება ყველა პოლიციური  დანაყოფი, ხოლო უშიშროება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მთავრობას პრემიერი წარუდგენს, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში კი, პარლამენტი განიხილავს და უმრავლესობით 6 წლის ვადით დაამტკიცებს.

"ყველასთვის ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის პროცედურები დაწყებულია. დიდი ხანია ვსაუბრობთ, ეს ჩვენი სამთავრობო გუნდის დაპირება იყო.დღეს წარდგენილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან კანონპროექტი, რომელიც განიხილეს მთავრობაზე და მივიღეთ.ეს ითვალისწინებს ახალი სამსახურის შექმნას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმნას, რომლებშიც შევლენ სპეცსამსახურები, როგორიც  არის კონდაზვერვა, ანტიტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სამსახური, აქვე კანონში ჩაწერილი რაც არის, არის მისი ხელმძღვანელის დანიშვნის წესი, რომელსაც პრემიერი წარუდგენს მთავრობას, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში პარლამენტი განიხილავს და უმრავლესობით დაამტკიცებს  მას. ეს გადაიგზავნება პარლამენტში, კომიტეტებში განიხილავენ. თუ რამე შენიშვნები იქნება მას გავითვალისწინებთ, სამუშაო პროცესში კიდევ შეიძლება რაღაც რაღაცები შეიცვალოს. შსს-ში დარჩება ყველა პოლიციური დანაყოფები და სპეცსამსახურები რაც არის, უშიშროებაში გადავა, ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 6 წლის ვადით აირჩევა.ეს იქნება მხოლოდ ერთჯერადად. არ შეიძლება ორჯერ არჩევა ერთი და იგვივე პიროვნების. ამ რეფორმის მთავარი  მიზანია, არაპოლიტიზირება",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავეს
კახა კალაძე: ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს
კახა კალაძე: ყველა იბრძვის იმისათვის, რომ უცხოური გავლენები შეამციროს თავიანთ ქვეყნებში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics