21:25 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-11 16:38:26, 2657 ნახვა

ეკონომიკა
სარეკლამო კომპანია "ალმა" წარმოებას აფართოებს

სარეკლამო კომპანია "ალმა"  მტკვრის   მარჯვენა  სანაპიროზე, ბაქტერიოფაგის  მიმდებარე ტერიტორიაზე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სტამბის მშენებლობას ახორციელებს,  რომელიც როგორც ფართოფორმატიანი, ისე ოფსეტური ბეჭდვის მომსახურებას გაუწევს მომხმარებელს და მსოფლიოში ცნობილი ბრენდის, "მიმაკის" საბეჭდი დანადგარებით საქართველოში ლიდერი სარეკლამო კომპანიის იმიჯს კიდევ უფრო გაიმყარებს.

1000 კვ/მ-მდე ტერიტორიაზე განთავსებული საწარმო "ალმას" ათობით ახალი სამუშაო  ადგილების შექმნისა და საქართველოში სარეკლამო  პროდუქტებისა და  მომსახურების  ახალი,  უმაღლესი  სტანდარტების დანერგვის საშუალებას  მისცემს.

"ერთი წლის შემდეგ, იმ შენობაში, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, განთავსებული  იქნება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სტამბა, რომელიც იფუნქციონირებს როგორც  ოფსეტური მიმართულებით, ისე ფართოფორმატიანი ბეჭდური მომსახურებით, რაც, ბუნებრივია, მოგვცემს საშუალებას, მომხარებელს ახალი პროდუქტები შევთავაზოთ.  გავუწიოთ ისეთი მომსახურება,  რომლის მიღების საშუალებაც აქამდე არ ჰქონდათ. მშენებლობის პროცესში მოხდება ათობით ადამიანის  დასაქმება და თვითონ სტამბის ექსპლუტაციაში შესვლის შემდეგაც არაერთი ადამიანი დასაქმდება",-განაცხადა  სარეკლამო კომპანია "ალმას" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტრაპაიძემ.

საწარმოს  სამშენებლო  სამუშაოები საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის  "ვერა-1"-ის  მახლობლად მიმდინარეობს.  შესაბამისად, 11, 12 და 13 აგვისტოს, ღამის 2 საათიდან  5 საათამდე სამშენებლო სამუშაოების  ჩატარების მიზნით, დროებით მოხდება  დიდუბე-ჩუღურეთისა და მთაწმინდა-კრწანისის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის, დაახლოებით 22, 000 აბონენტის, ელექტრომომარაგების შეზღუდვა. კომპანია "ალმა" წინასწარ მადლობას უხდის მოსახლეობას  თანადგომისა და  გულისხმიერებისთვის.

კომპანია "ალმა" 1995 წლიდან  საქართველოში ლიდერია გარე  რეკლამის მომსახურებაში. "ალმა" გახლდათ ნოვატორი კომპანია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართული სარეკლამო  ბაზრის ჩამოყალიბებას. დღესდღეობით კომპანიის საკუთრებაშია 400-მდე ბილბორდი მთელს საქართველოში, 10-მდე მონიტორი თბილისში, 1000-მდე ავტობუსის მოსაცდელი საქართველოში, რეკლამის  ექსკლუზიურად  განთავსების უფლება თბილისი, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში. 2002 წლიდან "ალმა" ასევე ფლობს ამიერკავკასიაში ყველაზე მაღალტექნოლოგიურ  სტამბას- "DGM"-ს.

 

(R)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის
კალაძე - დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას
კალაძე - სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს - ადამიანის, რომელმაც ქვეყანა განადგურებისგან გადაარჩინა
რუსეთში პაზოლინის ბიორგაფიული წიგნი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის გამო დააცენზურეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics