2016-02-19 12:33:12, 3345 ნახვა
პოლიტიკა
EPN-Research გამოკითხვის შედეგები: „ქართული ოცნება“ 31%, „პატრიოტთა ალიანსი“ 23%, „ნაციონალური მოძრაობა“ 20.1%
EPN- Research-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა. კერძოდ, კითხვაზე - ხვალ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდებოდეს რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს, გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა, 23% - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, 20.1% - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 8.8% - „თავისუფალ დემოკრატებს“, 8.5% - „ლეიბორისტულ პარტიას“, ხოლო 6.2% პარტია „ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობას“. სხვა პოლიტიკური პარტიები გამოკითხულთა 2.4%-მა დაასახელა. ცნობისთვის, EPN- Research -მა ჩაატარა გამოკითხვა საქართველოს დიდ ქალაქებში, თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი და თელავი. EPN- Research მიერ სულ გამოიკითხა 2000 საქართველოს მოქალაქე - წარმომადგენლებითი შერჩევა მოხდა ქვეყნის მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობაში. EPN- Research-მა გამოკითხა მხოლოდ ის რესპოდენტები, რომელთაც პოლიტიკური არჩევანი გაკეთებული აქვთ და მას არ შეიცვლიან. შესაბამისად კვლევაში, რესპოდენტები, რომელთაც პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ არჩევანი არ გაუკეთებიათ, არ მოხვდნენ. EPN- Research-ის საზოგადოებრივ კვლევების მიზანია, ხელი შეუწყოს პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, მოსახლეობის განწყობას და დაეხმაროს მათ, ამოიცნონ და იზრუნონ მოსახლეობის მნიშვნელოვან საკითხებზე. გამოკითხვის საველე სამუშაოები ჩატარდა 2016 წლის 8-29 იანვრის. EPN- Research არის საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია რომელიც 2012 წლიდან მუშაობს. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან ზელენსკი - რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგი შეუძლებელია, რადგან ის დამოუკიდებელი ფიგურა არ არის
ფიშერი - თუ კანონი მიიღება, დეკემბერში გერმანია საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებას ხმას არ მისცემს
კარპენტერი - კანონის მიღების შემთხვევაში, სათანადო შედეგები აუცილებლად დადგება
ევროპულმა საბჭომ რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა
|
ომი უკრაინაშიზელენსკი - რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგი შეუძლებელია, რადგან ის დამოუკიდებელი ფიგურა არ არის
ანალენა ბერბოკი უკრაინაში ჩავიდა [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 495 070-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|