22:08 - 20 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-10 18:52:27, 293 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაკავებული ექვსი პირიდან ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქეა - ვულოცავ ე.წ. ანტირუსულ აქციას

 საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაკავებული ექვსი პირიდან ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქეა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს არ იყო უბრალოდ ქონების, სათვალთვალო კამერების დაზიანება, მიზანი იყო, რომ შემდეგ მათი დანაშაული დაფარულიყო და არ აღბეჭდილიყო მათი ძალადობა.

„ამ ექვსი ადამიანიდან ერთ-ერთი არის რუსეთის მოქალაქე. ასე რომ, ვულოცავ აქციის მონაწილეებს, რუსი მოქალაქე აღმოჩნდა მათთან ერთად მოძალადე. ეს ცალკე საკითხია, ალბათ, უნდა ჩავეძიოთ, ვინაა ეს ადამიანი, რომელიც ამ აქციებში მონაწილეობდა და იყო მოძალადე. ვულოცავ ე.წ. ანტირუსულ აქციას, რომელსაც შეუერთდნენ რუსი მოქალაქეები. ეს იყო უმძიმესი თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე. ვწუხვარ, რომ დღემდე არცერთმა საელჩომ ეს ძალადობა არ დაგმო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა
თეირანელი მეხორცეს დასასრული - რას მოიტანს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი?
POLITICO - თუ მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
აბიტურიენტები საპროტესტო მსვლელობით მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics