2024-05-10 15:23:53, 347 ნახვა
სამართალი
პოლიციამ წუხელ ჭავჭავაძის გამზირზე 11 პირი დააკავა
სამართალდამცველებმა წუხელ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ადმინისტრაციული წესით 11 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ცნობით, დაკავებულთაგან 5 პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები მას შემდეგ დააკავეს, რაც სამოქალაქო აქტივისტები სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების გასაპროტესტებლად თავდაპირველად მის საცხოვრებელ სახლთან, შემდეგ კი, ჭავჭავაძის გამზირზე შეიკრიბნენ. შეგახსენებთ, გუშინ, 9 მაისს სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ დააკავეს. აბაშიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ავტორი: ექსპრესნიუსი, ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა
თეირანელი მეხორცეს დასასრული - რას მოიტანს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი?
POLITICO - თუ მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
აბიტურიენტები საპროტესტო მსვლელობით მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|