2024-05-01 03:41:53, 379 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ს სანქციების კოორდინატორი - მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ქართველ დეპუტატებთან
მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ქართველ დეპუტატებთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შესახებ, - განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა ჯიმ ო’ბრაიენმა X-ზე დაწერა. "მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ქართველ დეპუტატებთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შესახებ, მათ შორის, დავაფიქსირე ჩვენი ძლიერი შეშფოთება კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონპროექტსა და მის უარყოფით გავლენაზე საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე", - წერს ო’ბრაიანი. ო'ბრაიენის განცხადება თბილისში აქციის ძალადობრივი მეთოდებით დაშლის პარალელურად გავრცელდა. აშშ-ს სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ, სანქციების კოორდინაციის ოფისის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, სახელმწიფო დეპარტამენტში იმ ბიუროს უძღვება, რომელიც ევროპისა და ევრაზიის მიმართ, შესაბამისად საქართველოს მიმართ, შეერთებული შტატების პოლიტიკას იმუშავებს და ახორციელებს. ბიურო მხარს უჭერს რეგიონში აშშ-ის ინტერესებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა საერთაშორისო უსაფრთხოება, ნატო, ევროკავშირთან და სხვა რეგიონულ ორგანიზაციებთან კოორდინაცია, დემოკრატიის მხარდაჭერა, ადამიანის უფლებები და სამოქალაქო საზოგადოება. ავტორი: ექსპრესნიუსი, ბურიჩი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები განახორციელოს
ქურასბედიანი - ვენეციის კომისიის დასკვნაში დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივ მსჯელობას მრავლად ვხვდებით
ვენეციის კომისია ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამჟამინდელი ფორმით გააუქმებას ურჩევს
პესკოვი - უკრაინელი სამხედროები არახელსაყრელ ვითარებაში იმყოფებიან, ამის გამო ზელენსკი ომში დასავლეთის უფრო აქტიურად ჩართვას ცდილობდა
|
ომი უკრაინაშიპესკოვი - უკრაინელი სამხედროები არახელსაყრელ ვითარებაში იმყოფებიან, ამის გამო ზელენსკი ომში დასავლეთის უფრო აქტიურად ჩართვას ცდილობდა
ზელენსკი - რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგი შეუძლებელია, რადგან ის დამოუკიდებელი ფიგურა არ არის
ანალენა ბერბოკი უკრაინაში ჩავიდა [ვიდეო]
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|