2024-04-28 17:19:10, 317 ნახვა
საზოგადოება
მღვდელმთავარი ე.წ გამჭირვალობის კანონის მოწინააღმდეგეებს იუდას ადარებს
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი მაღალიერარქი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტი საბა, ე.წ გამჭირვალობის კანონის მოწინაღმდეეგებს, ბიბლიურ პერსონაჟს იუდას ადარებს. "ვისაც გამჭვირვალობა არ უნდა, შევადარებ იუდას, ქრისტეს თორმეტი მოციქულიდან იუდა ისკარიოტელს ჰქონდა მიბარებული შესაწირი ყუთი, იუდა ყოველთვის მალავდა რამდენი ჰქონდა შესაწირში, იმიტომ რომ იპარავდა - ამბობს მიტროპოლიტი საბა. საქართველოს საპატრიარქო ე.წ გამჭირვალობის კანონსა და ლგბტ უფლებების შემზღუდავ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დასავლეთის კრიტიკას ქართულ ტრადიციებზე, სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე შეტევად, ახალგაზრდების პროტესტს კი მანიპულირებულად წარმოაჩენს. განცხადებაში წერია, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ეკლესიასა და ტრადიციულ ფასეულობებს ებრძვიან, მაშინ, როცა ქართული ოცნება "თვალნათლივ დაადგა ტრადიციული ღირებულებების დაცვის გზას".
ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიუკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|