13:37 - 10 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-26 17:28:21, 256 ნახვა

პოლიტიკა
ბოჭორიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევის რეალური მიზანია მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ჩანაწერზე ისაუბრა.

ბოჭორიშვილის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევის რეალური მიზანია მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე და ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოხდეს დამნაშავეების გმირებად შერაცხვა.

„რაც შეეხება სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევას ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რეალურად ეს აჩვენებს სწორედ ზუსტად რა აწუხებთ მათ, ვინც ამგვარი რეზოლუციის ინიციირებით არიან დაკავებული საქართველოს წინააღმდეგ. რეალური მიზანი არის, რომ მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე, იმისათვის, რომ კანონის გვერდის ავლით მოხდეს კიდევ ერთი ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოხდეს ერთგვარად დამნაშავეების გმირებად შერაცხვა, რაც არაერთხელ ვნახეთ ჩვენ სამწუხაროდ სწორედ იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც ახლაც ლობირებენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და აბსოლუტურად უსამართლო და უსაფუძვლო მოთხოვნებით თითქოსდა მას რაიმე ჰუმანიტარული საჭიროება აქვს ამისათვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლონდონში Invictus Games 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს
დიმიტრი ჩიქოვანი - რუსულ კანონს ბიძინა ივანიშვილს გავუკეთებთ ერთ ადგილას
წულუკიანი ჯავახიშვილზე - თავს უფლებას აძლევს, თავი ზეზვაზე უფრო დიდ ევროპელად გამოაცხადოს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics