2024-04-24 10:26:45, 691 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - მხარს ვუჭერთ მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ ტერორისტებისგან, როგორიცაა „ჰამასი“ და ტირანებისგან, როგორიცაა პუტინი
ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ ტერორისტებისგან, როგორიცაა „ჰამასი" და ტირანებისგან, როგორიცაა პუტინი, - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატის მიერ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებას. როგორც ჯო ბაიდენი თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, უკრაინის დახმარების კანონპროექტს ხელს ხვალ მოაწერს. „როგორც კი ხვალ ჩემს მაგიდასთან მივალ, მე მოვაწერ ხელს ამ კანონპროექტს, რათა ამ კვირაში დავიწყოთ უკრაინაში იარაღისა და აღჭურვილობის გაგზავნა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. გარდა ამისა, ბაიდენმა აღნიშნა, რომ დახმარება „გადაუდებლად აუცილებელია, უკრაინისთვის, რომელიც რუსეთის მხრიდან დაუღალავი დაბომბვის წინაშე დგას; ისრაელისთვის, რომელიც ახლახანს შეეჯახა ირანის უპრეცედენტო თავდასხმებს; ლტოლვილებისთვის და კონფლიქტებითა და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებულთათვის მთელ მსოფლიოში, მათ შორის ღაზაში, სუდანსა და ჰაიტიში; და ჩვენი პარტნიორებისთვის, რომლებიც ეძებენ უსაფრთხოებას და სტაბილურობას ინდო-წყნარ ოკეანეში“. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. პაკეტის მოცულობა 95 მილიარდი დოლარია, საიდანაც 61 მილიარდი დოლარი უკრაინისთვის, 26 - ისრაელისთვის, ხოლო 8 - ტაივანისთვის გამოიყო. ავტორი: ექსპრესნიუსი, კალაძე - საჭიროა შევიარაღდეთ სიმართლით და გავაანალიზოთ მიმდინარე პროცესები, რადგან ეს ყველა ჩვენგანის ვალია ქვეყნის წინაშე
კალაძე - ძალადობაა, როდესაც მოითხოვენ დაესწრო აქციებს, სხვა შემთხვევაში ქვეყნის მტრად შეგრაცხავენ
აშშ-ის საელჩო - მოვუწოდებთ დროულად იქნას გამოძიებული ძალადობის შესახებ ინფორმაცია, განურჩევლად მსხვერპლისა
როთი - ყველა ჩემ ქართველ მეგობარს: არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე შევხვდებით
|
ომი უკრაინაშივოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|