12:29 - 10 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-24 09:48:54, 323 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - მადლიერი ვარ აშშ-ის სენატის - ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა პოლიტიკას სცილდება

მადლიერი ვარ აშშ-ის სენატის დღევანდელი დამტკიცებისთვის, უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებისთვის, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების პაკეტის დამტკიცებას.  

როგორც უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, უკრაინის დახმარების შესახებ სენატის მიერ მიღებული კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა „პოლიტიკას სცილდება".

„ასევე, მადლიერი ვარ ყველა ამერიკელის, ვინც უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს და აცნობიერებს, რომ ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა პოლიტიკას სცილდება.

მე ასევე ვაფასებ პრეზიდენტ ბაიდენის მხარდაჭერას და მოუთმენლად ველი კანონპროექტზე სწრაფად ხელმოწერას და შემდეგი სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდებას“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. პაკეტის მოცულობა 95 მილიარდი დოლარია, საიდანაც 61 მილიარდი დოლარი უკრაინისთვის, 26 - ისრაელისთვის, ხოლო 8 - ტაივანისთვის გამოიყო.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8%-ია - ყველაზე საშიში საშუალო ინტელექტის ადამიანების დომინირებაა
დარჩიაშვილი - გოჩა ჯავახიშვილმა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას შეურაცხყოფა მიაყენა
პრემიერი - თავს იღიზიანებენ რუსეთზე ნიკოლოზ ე.წ. რაჭველი, ნინო ქათამაძე, რომლებიც რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ
პრემიერი - როცა ბერბიჭაშვილმა ჭავჭავაძეს ესროლა, სწამდა, რომ გულწრფელი ახალგაზრდა იყო - ასე მუშაობს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიაც

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics