2024-04-19 15:23:25, 266 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, ბანკის დაფინანსებით ქვეყანაში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები. "ხაზი გაესვა თანამშრომლობას ენერგეტიკული უსაფრთხოების, მწვანე ეკონომიკის, კლიმატის ცვლილებების, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, კაპიტალის ბაზრების განვითარების, ასევე კერძო-საჯარო პარტნიორობის, ფინანსური სექტორის განვითარების მიმართულებით. ფინანსთა მინისტრმა EBRD-ის პრეზიდენტს გააცნო ეკონომიკაში დღეს არსებული მდგომარეობა და მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების დღის წესრიგი. შეხვედრაზე გამოითქვა მზაობა, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა. შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), სააკაშვილი - არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!
ჰერჩინსკი - თუ კანონპროექტი ამჟამინდელი სახით იქნება მიღებული, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს EU-ში გაწევრიანების გზაზე
ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები - ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას
ლანდსბერგისი - აშკარაა, როგორი მომავალი სურს საქართველოს მოსახლეობას - მათთვის მიცემული დაპირებები უნდა შესრულდეს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|