2024-04-18 16:45:18, 269 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ხულოს სოფლის ექიმებთან შეხვედრა გამართა და ჟანგბადის კონცენტრატორები გადასცა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან ერთად, ხულოს სოფლის ექიმებთან შეხვედრა გამართა და ჟანგბადის კონცენტრატორები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამინისტრომ მიმდინარე წელს ,,ჟანგბადის კონცენტრატორებით უზრუნველყოფის" პროგრამის ფარგლებში, რეგიონში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად 224 ჟანგბადის კონცენტრატორი შეიძინა, რითაც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედ პირველადი ჯანდაცვის ცენტრი აღიჭურვა. "მინისტრი ასევე შეხვდა საქართველოს კლინიკები - "ხულოს სამედიცინო ცენტრის" სამედიცინო პერსონალს და გაეცნო კლინიკაში დიალეზის ცენტრის ფუნქციონირებას. ხულოს მუნიციპალიტეტში დიალიზის სერვისი მიმდინარე წელს ამოქმედდა. სამედიცინო დაწესებულება, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულადაა აღჭურვილი", - ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), კობახიძე - მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8%-ია - ყველაზე საშიში საშუალო ინტელექტის ადამიანების დომინირებაა
დარჩიაშვილი - გოჩა ჯავახიშვილმა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას შეურაცხყოფა მიაყენა
პრემიერი - თავს იღიზიანებენ რუსეთზე ნიკოლოზ ე.წ. რაჭველი, ნინო ქათამაძე, რომლებიც რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ
პრემიერი - როცა ბერბიჭაშვილმა ჭავჭავაძეს ესროლა, სწამდა, რომ გულწრფელი ახალგაზრდა იყო - ასე მუშაობს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიაც
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 478 730-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|