22:48 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-28 17:39:34, 413 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ე.წ. ქოლ ცენტრი ჩამოაყალიბეს და მისი ფუნქციონირებისთვის ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა შექმნეს.

"დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გამოგონილი სახელებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდებოდნენ და ნდობის მოპოვების შემდეგ, დაზარალებულებს მოგების მიღების მიზნით ფულადი თანხების ინვესტირებას სთავაზობდნენ, რასაც შემდგომ თაღლითურად ეუფლებოდნენ.

მათ შორის, ბრალდებულები ავსტრალიის მოქალაქის  კუთვნილ 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ, კერძოდ დაზარალებულმა კრისტოფერ ფლამინმა ორგანიზებული ჯგუფის წევრების მითითებით მათ ჩაურიცხა 33 600 ავსტრალიური დოლარი, 37 959 ავსტრალიური დოლარის ღირებულების ბიტკოინი და 96 179 ავსტრალიური დოლარის ღირებულების ეთერეუმი.

დაკავებულებს ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, უცხო ქვეყნის მოქალაქე სხვა დაზარალებულების იდენტიფიცირებისა და მათთვის მიყენებული მატერიალური ზიანის სრული მოცულობის  დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება",- აღნიშნულია გენპროკურატურის ინფორმაციაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის მღვდელი კეკელია - პარლამენტარებს ეკითხებიან, რა არის კანონში ცუდი? ევროპამ თქვა რომ ცუდია და მორჩა
მოძრაობა ქართული კინო საფრთხეშია -არ დავუშვებთ საბჭოთა ცენზურის ნორმალიზებას! ვიქნებით უკომპრომისოები
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების შეხვდა
ლაიენი - უნგრეთს EU-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი დღეს რომ წარედგინა, განვიხილავდით, აკმაყოფილებს თუ არა ის წევრობის პირობებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics