2024-03-27 02:08:33, 629 ნახვა
სპორტი
უკრაინამ ისლანდიის ნაკრები დაამარცხა და ევრო-2024 ზე იასპარეზებს
უკრაინის საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალური მატჩი მოიგო. უკრაინამ ისლანდიის ნაკრები 2:1 დაამარცხა. უკრაინისა და ისლანდიის ნაკრებები ერთმანეთს 21:45 წუთზე პოლონეთის ტარჩინსკის არენაზე ვროცლავში შეხვდნენ. ისლანდიის ნაკრებმა ცოტა ხნის წინ ისრაელთან გამართულ მატჩში დიდი გამარჯვება მოიპოვა (4:1). 30-ე წუთზე გუდმუნდსონმა უკრაინის ნაკრების კარში გოლი გაიტანა. 9 წუთის შემდეგ იარემჩუკმა ისლანდიას გოლი გაუტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე გამო გააუქმა. 54-ე წუთზე ციგანკოვმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. 84-ე წუთზე მუდრიკმა მეტოქის კარის შორეულ ქვედა კუთხეში დაარტყა. მოგეხსენებათ, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინამ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და პირდაპირ ფინალში ვერ მოხვდა. ევრო 2024-ზე მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ იყო ერთა ლიგის პლეი-ოფში. 21 მარტს უკრაინამ ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის 57-ე წუთზე ნიკოლაი მატვიენკომ ავტოგოლი გაიტანა, 85-ე და 88-ე წუთზე რომან იარემჩუკმა და არტემ დოვბიკმა გაიტანეს. ავტორი: ექსპრესნიუსი, ოპოზიციური პარტიები - განცხადებები რუსული კანონის შელამაზების შესახებ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა
ჭიაბერაშვილი - საქართველო გზის გასაყარზეა - ყველაფერი, რაც დაკავშირებულია საქართველოს ბელარუსიზაციასთან, უნდა შეწყდეს
საპატრიარქო - ქაშვეთი აქციების დროს, ღამით, ღია აღარ იქნება
„ექსპო ჯორჯიადან“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა მსვლელობა მიმდინარეობს
|
ომი უკრაინაშივოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|