2024-03-23 13:52:08, 433 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია
პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა. სტუდენტებთან შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე, თავდაცვის უწყების პრიორიტეტებსა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე. მან ყურადღება გაამახვილა თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ ცვლილებებზე და აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა. სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ალტერნატიულ ვადებზე, ჯარისკაცის მოვალეობებისა და, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად, სამხედრო სამსახურის გავლის პირობებზე. შეხვედრაზე თავდაცვის ძალების ოფიცრებმა სტუდენტებს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო კარიერული განვითარების შესახებ პრეზენტაციაც წარუდგინეს. თავდაცვისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების ერთობლივი პროექტი - „ჩვენი ჯარი“ მომავალ თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), პრემიერი - იმედი მაქვს, როგორც აშშ, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან გათავისუფლდება
კობახიძე ივანიშვილზე - სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვერავინ გადაადგმევინებს
კობახიძე - მადლობა სამართალდამცველებს ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით რეაგირებისთვის
კობახიძე - არცერთ მხარეს არ ვიწონებთ ძალადობას და აუცილებელია სათანადო სამართლებრივი რეაგირება
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|