2024-03-20 17:29:04, 441 ნახვა
სამხედრო
საქართველოში ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის მეთაური იმყოფება
საქართველოს თავდაცვის ძალებს სამუშაო ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაური, გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი სტუმრობს. გენერალ ვაგნერს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერლებმა თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს და ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. "აღინიშნა, რომ JFTC-თან თანამშრომლობით კიდევ უფრო იზრდება საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობები და ურთიერთთავსებადობა ნატოსთან. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ ნორბერტ ვაგნერს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. საქართველოში იმყოფებიან ასევე, გერმანიის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (GACTC), ფინეთის თავდაცვის ძალების საერთაშორისო ცენტრისა (FINCENT) და შვედეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ცენტრის (SWEDINT) ხელმძღვანელი პირები. ოთხივე საწვრთნელი ცენტრი JTEC-თან მჭიდროდ თანამშრომლობს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მხარეები გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. საწვრთნელი ცენტრების ხელმძღვანელი პირები კრწანისში JTEC-ის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობიან და საწვრთნელ ბაზებზე საველე სწავლებებს დააკვირდებიან", - ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ბერბოკი - ქართველმა ხალხმა ანახა, რომ ევროპის გული სცემს არა მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის
სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს მთავრობის ქმედებები არ შეესაბამება ხალხის სურვილებს
15 მაისს საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან
ჯონ ბასი - საქართველოს ხელისუფლება გადადის თავისი ევროატლანტიკური გზიდან, რომელიც ქართველ ხალხს სურს
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|