2024-03-17 13:30:11, 555 ნახვა
სხვადასხვა
დონალდ ტრამპი ამერიკას სისხლის აბაზანით დაემუქრა, თუ ის ვერ გაიმარჯვებს
45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს „სისხლის აბაზანა“ ექნება, თუ ის ნოემბრის არჩევნებში დამარცხდება, იუწყება CNBC. „თუ არ ამირჩევენ, სისხლის აბანო იქნება. და ეს ყველაზე მცირეა რაც მოხდება. ეს იქნება სისხლის აბაზანა ქვეყნისთვის“, - თქვა მან თავის მხარდამჭერებთან საუბრისას დეიტონში, ოჰაიოს შტატი. „თქვენ თუ ისმენთ, პრეზიდენტო სი, მე და თქვენ ხომ მეგობრები ვართ. თქვენ გესმით, როგორ ვმართავ საქმეებს. თქვენ მექსიკაში ახლა მონსტრ ავტომწარმოებელ ქარხნებს აშენებთ, არ აპირებთ ამერიკელების დაქირავებას და გინდათ, მანქანები ჩვენ მოგვყიდოთ. არა, ჩვენ დავაწესებთ 100-პროცენტიან ტარიფს თითოეულ მანქანაზე და თქვენ ვერ გაყიდით ამ მანქანებს, თუ მე ამირჩევენ“, – თქვა ტრამპმა. აშშ-ის ყოფილმა რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ არჩევნებში არ გაიმარჯვებს, არ არის დარწმუნებული, რომ ქვეყანაში ოდესმე კიდევ არჩევნები ჩატარდეს. მილიარდერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 2016 წლის არჩევნები. აშშ-ის ყოფილმა რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ არჩევნებში არ გაიმარჯვებს, არ არის დარწმუნებული, რომ ქვეყანაში ოდესმე კიდევ არჩევნები ჩატარდეს. მოგვიანებით, ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, კეროლაინ ლივიტმა „ენბისი ნიუსს“ განუმარტა, რომ ბაიდენის პოლიტიკა „ეკონომიკურ სისხლის ნიაღვარს“ შექმნის ავტოინდუსტრიისთვის. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს არის დაგეგმილი. მათში მონაწილეობას აპირებენ ტრამპიც და აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. პირველი დარჩა მისი პარტიიდან წარდგენის ერთადერთ კანდიდატად, მეორე ლიდერია დემოკრატებს შორის. მარტის დასაწყისში The New York Times-მა ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 43%-მა გამოთქვა სურვილი, ხმა მისცეს ბაიდენს, ხოლო 48%-მა ტრამპს. ავტორი: ექსპრესნიუსი, პრეზიდენტი - კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ 1-ელი ნოემბრისთვის - ვინც მოვა ხელისუფლებაში, გადაწყვეტს, რუსულია თუ არა
ვახტანგ გომელაური ბრიფინგს გამართავს
პრეზიდენტი - ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა - „აბა, რა არის ამ კანონში რუსული“ - ამას ვერ შეცვლის - წერეთ და იკითხეთ
პრეზიდენტი „ევროპის მარშზე“ - სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან, თუ ვეღარ ითვლიან, რამდენი ადამიანი იყო
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|