2024-02-18 12:25:03, 700 ნახვა
სპორტი
მერაბ დვალიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქართველი გულშემატკივრები მომავალშიც გავახარო
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ზე ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ეს მისთვის ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვებაა. დაპირისპირების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მერაბ დვალიშვილმა განცხადა, რომ ეს ყველაფერი დასაწყისია და ახლა ის საჩემპიონო ქამრის მოპოვებას აპირებს. „ძალიან ბევრი ვიმუშავე და დღეს თავს კომფორტულად ვგრძნობდი. კარგი ბრძოლა გამოვიდა. შეხვედრის წინ კონკრეტული გეგმა არ მქონია. დარბაზში თითოეული ილეთის განვითარებას ძალიან დიდ დროს ვუთმობდი, საკუთარ თავზე ვიყავი კონცენტრირებული. ყოველ რაუნდში უკეთესი ვხდებოდი, ხუთრაუნდიანი ბრძოლა ჩემთვის უკეთესი იქნებოდა. როგორც ჩანს, გასახდელში კარგად ვერ გავხურდი და ამიტომ იყო პირველი რაუნდი შედარებით რთული. ახლა ერთადერთი მიზანი მაქვს, ვიბრძოლო საჩემპიონო ქამრისთვის და მოვიგო ის. ამ მომენტში უკეთესი მებრძოლი ვარ, ვიდრე ადრე ვიყავი და ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. კარიერაში ყველაფერი წინ მაქვს, რადგან ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობ და ჩემს ყოველდღიურობაში წარმატებისთვის ბევრი რამ შევცვალე. ისტორიული მომენტია საქართველოსთვის. მთელმა ქვეყანამ ადრე გაიღვიძა ჩვენი ბრძოლების სანახავად, დარბაზშიც უამრავი ქართველი იყო. ისინი ამაყები არიან, ჩვენ UFC-ის პირველი ჩემპიონი გვყავს. ქართველი გულშემატკივრები მუდამ ჩემ გვერდით იყვნენ, მადლობა მათ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისინი მომავალშიც გავახარო“, – განაცხადა დვალიშვილმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, ჭიაბერაშვილი - საქართველო გზის გასაყარზეა - ყველაფერი, რაც დაკავშირებულია საქართველოს ბელარუსიზაციასთან, უნდა შეწყდეს
საპატრიარქო - ქაშვეთი აქციების დროს, ღამით, ღია აღარ იქნება
„ექსპო ჯორჯიადან“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა მსვლელობა მიმდინარეობს
ლანდსბერგისი - სამოქალაქო აქტივისტების დაშინება და ძალადობა სამარცხვინო ტაქტიკაა - დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
|
ომი უკრაინაშივოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|