2023-12-18 10:44:47, 1445 ნახვა
კომენტარი
ბურჭულაძე - იანვრიდან სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები კიდევ 10%-ით გაიზრდება
იანვრიდან სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები კიდევ 10%-ით გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა. ბურჭულაძის თქმით, 2019 წლიდან, რაც თავდაცვის მინისტრი პრემიერი გახდა, სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები დღემდე 45%-ით გაიზარდა. „თუ ანაზღაურება იყო 900 ლარი, გახდა 1500 ლარი. იანვრიდან ჩვენ ყველა სამხედრო მოსამსახურეს კიდევ 10%-ით გავუზრდით ანაზღაურებას და ჩვენთან მინიმალური დარიცხული ხელფასი 1700 ლარი გახდება. ამას ემატება დანამატები და საშუალო რგოლის სამხედრო მოსამსახურეებზე ეს კიდევ უფრო მეტია. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ეს პროცესი გავაჩეროთ. ქვეყნის განვითარების პარალელურად ეს პროცესი წინ წავა“, - განაცხადა ბურჭულაძემ. მისივე თქმით, საქართველო უკვე ასრულებს ნატოს იმ მოთხოვნას, რაც დაფინანსებასთან დაკავშირებით მას აქვს წევრი ქვეყნების მიმართ და 2024 წელს თავდაცვის ბიუჯეტი 26%-ით გაიზრდება. „ჩვენი ბიუჯეტი 2024 წელს 2023 წელთან მიმართებაში გაიზრდება 26%-ით. თუ ჩვენი ეკონომიკა, პირობითად, იზრდება 10%-ით და ეს ძალიან დიდი შედეგია ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი პროპორციულად კიდევ უფრო მეტით იზრდება“, - დასძინა თავდაცვის მინისტრმა. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), მანჯგალაძე „ოცნებას“ - ხმა გაიკმინდეთ! - საქართველოს როცა ტოვებთ მეგობრების გარეშე, უფლება არ გაქვთ, ხმა ამოიღოთ
თალაკვაძე - ახალგაზრდებო, ვიდრე თქვენ აქციებზე დგახართ, ოპოზიცია მოვლენების ძალადობრივი სცენარით განვითარებას ელოდება
პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს - LIVE
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 15-17 მაისს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|