2023-12-07 10:34:13, 3184 ნახვა
Lifestyle
ჟურნალმა Time-მა მომღერალი ტეილორ სვიფტი წლის ადამიანად დაასახელა
ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა მომღერალი ტეილორ სვიფტი წლის ადამიანად დაასახელა. რეიტინგში მან აჯობა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს, ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-სა და ბარბის. მომღერალი და კომპოზიტორი ტეილორ სვიფტი ჟურნალ Time-ის მიერ წლის ადამიანად დასახელდა. ჯილდო ხშირად ხვდება სახელმწიფოს ან ინდუსტრიის ტიტანებს, აღნიშნა Time-ის მთავარმა რედაქტორმა სემ ჯეიკობსმა. მაგრამ სვიფტმა, მისი თქმით, იპოვა გზა, რომ გადალახოს საზღვრები და გახდეს სინათლის წყარო. "ის იშვიათი ადამიანია, რომელიც მწერალიც არის და საკუთარი ისტორიის გმირიც", - თქვა ჯეიკობსმა. ფინალისტთა საბოლოო სიაში სვიფტმა აჯობა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს, ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-სა და ბარბის. ტეილორ სვიფტი ამჟამად მსოფლიო ტურნეზეა, რომელიც უკვე გახდა ყველაზე შემოსავლიანი ტური ქალი არტისტისთვის. ავტორი: ექსპრესნიუსი, მეუფე გრიგოლი - ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო, ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან
გახარია - ხელისუფლებამ ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა
ოპოზიციონერ პარლამენტარებს საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ
„გავათენოთ საქართველოსთვის“ - პარლამენტთან კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|