00:09 - 14 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-22 22:29:01, 1776 ნახვა

Lifestyle
იტალიელი მომღერალი და კომპოზიტორი ტოტო კუტუნიო 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიელი პოპ მომღერალი და კომპოზიტორი ტოტო კუტუნიო 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა ANSA იტყობინება.

 კუტუნიო დიდი ხნის განმავლობაში ავად იყო და ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს მდგომარეობის გაუარესების გამო.

მომღერლის სრული სახელია სალვატორე კუტუნიო. წარმატება მას 1970-იანი წლების შუა ხანებში მოვიდა, როდესაც მისი სიმღერების შესრულება დაიწყო ფრანგული სცენის კორიფეებმა, ისეთებმა როგორიც იყო ჯო დასენი. კუტუნიო ფლობს ისეთ ჰიტებს, როგორიცაა "Et si tu n'existais pas", "Salut" და "L'Été indien". როგორც კომპოზიტორის სხვა ვარსკვლავებმაც შეასრულეს კუტუნიოს სიმღერები - მათ შორის იყვნენ ადრიანო ჩელენტანო, მირეი მატიუ, დალიდა.

1980 წელს კუტუნიომ გაიმარჯვა კონკურსში სან რემოში და შემდგომ წლებში მან არაერთხელ მოიგო პრიზები. სან რემოს კონკურსი სსრკ-ში ტელევიზიითა და რადიოთი გადაიცემოდა და კუტუნიომ დიდი პოპულარობა მოიპოვა საბჭოთა მსმენელებში 1980-იან წლებში. მისი ჰიტები "L'italiano" და "Serenata" კარგად იყო ცნობილი საბჭოთა პოპ-მოყვარულებისთვის. კუტუნიომ საქართველოში არაერთი კონცერტი გამართა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პრემიერი - იმედი მაქვს, როგორც აშშ, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან გათავისუფლდება
კობახიძე ივანიშვილზე - სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვერავინ გადაადგმევინებს
კობახიძე - მადლობა სამართალდამცველებს ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით რეაგირებისთვის
კობახიძე - არცერთ მხარეს არ ვიწონებთ ძალადობას და აუცილებელია სათანადო სამართლებრივი რეაგირება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics