2023-07-05 11:10:28, 1291 ნახვა
სპორტი
ბაიერნი ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილით არის დაინტერესებული
ვალენსიას ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი შესაძლოა ბაიერნში გადავიდეს. პატივცემული სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს თქმით, 22 წლის მეკარე მიუნხენური კლუბის პოტენციური სატრანსფერო მიზნების სიაშია. მისი თქმით, ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა უახლოეს დღეებში დაიწყოს. თავად ფეხბურთელიც დაინტერესებულია ბაიერნში გადასვლით. როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, მამარდაშვილით ინგლისური და იტალიური კლუბები არიან დაინტერესებული. მეკარე საქართველოს ნაკრებში თამაშობს. პარალელურად, ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა თბილისში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში, რომელთანაც ევრო 2023-ის 1/4 ფინალში გავიდა. გასულ სეზონში მამარდაშვილმა "ვალენსიას" მაისურით ლა ლიგაში 38 მატჩი ჩაატარა, 45 გოლი გაუშვა და 7-ჯერ შეინახა კარი. ავტორი: ექსპრესნიუსი, ევროპის მოედანზე კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა
ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს
ხაბეიშვილი - სახის ძვლები ხორცდება, ჩემს მაგალითზე გეუბნებით, მაგრამ როგორც კი ხალხი ხელისუფლებას გადატეხს წელში, ვეღარ გამთელდებიან
რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით „ევროპის მარში“ იმართება
|
ომი უკრაინაშივოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|