2023-05-10 11:29:57, 1210 ნახვა
High - Tech
Twitter დაამატებს ზარის და ვიდეო ჩეთის ფუნქციას
Twitter Inc-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ელონ მასკმა გაავრცელა ინფორმაცია ახალი ფუნქციების შესახებ, რომლებიც მალე სოციალურ ქსელში იქნება, - იტყობინება Reuters. ცვლილებების აუცილებლობაზე ილონ მასკმა Twitter-ზე გასულ წელს ისაუბრა. შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელმა გამოაცხადა გეგმა "Twitter 2.0 The Everything App", რომელსაც ექნება ისეთი ფუნქციები, როგორიცაა დაშიფრული პირდაპირი შეტყობინებები, გრძელი ტვიტები და გადახდების შესაძლებლობა. სოციალურმა ქსელმა Twitter-მა უკვე გაზარდა სიმბოლოების ლიმიტი 10000-მდე Twitter Blue მომხმარებლებისთვის აშშ-ში. "ხმოვანი და ვიდეო ჩატი ნებისმიერთან ამ პლატფორმაზე მალე მოვა, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ესაუბროთ ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ტელეფონის ნომრის მიცემის გარეშე", - წერს მასკი. Twitter-ის დარეკვის ფუნქცია მიკრობლოგის პლატფორმას დააკავშირებს სოციალური მედიის აპებთან Meta (META.O), Facebook და Instagram, რომლებსაც აქვთ მსგავსი ფუნქციები. ელონ მასკმა აღნიშნა, რომ დაშიფრული პირდაპირი შეტყობინებების ვერსია ხელმისაწვდომი იქნება Twitter-ზე ოთხშაბათიდან, მაგრამ არ უთქვამს, დაშიფრული იქნება თუ არა ზარები. ამ კვირაში კომპანიამ გამოაცხადა, რომ დაიწყებს ანგარიშების წაშლას, რომლებიც რამდენიმე წელია არ იყო აქტიური. 15 აპრილიდან Twitter-მაც შემოიღო შეზღუდვები: გამოკითხვაში მონაწილეობა მხოლოდ ვერიფიცირებულ ანგარიშებს შეეძლებათ. შეგახსენებთ, რომ ილონ მასკმა Twitter 44 მილიარდ დოლარად შეიძინა გასული წლის ნოემბერში. თანამშრომლებისადმი თავის პირველ მიმართვაში მან გამოაცხადა შესაძლო გაკოტრება, თუ სოციალური ქსელი არ დაიწყებს მეტი ფულის შემოტანას. ავტორი: ექსპრესნიუსი, „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით გამართულ „ახალი ღვინის ფესტივალს“ მთაწმინდის პარკმა უმასპინძლა
თავდაცვის მინისტრი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საპატრიარქო - 17 მაისს ქაშვეთის ტაძარში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, პარაკლისი ჩატარდება, რის შემდეგაც მსვლელობა გაიმართება
წიგნაძე - გადმოხტა ჯგრო და დამიწყეს რტყმა - მეცინებოდა ისეთი შემართებით იბრძოდნენ განრისხებული მამაკაცები ერთი ბიჭის და ორი გოგოს წინააღმდეგ
|
ომი უკრაინაშივოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|