2022-09-19 12:11:45, 2185 ნახვა
კულტურა
ევრონიუსის გადამღები ჯგური აჭარის შესახებ სიუჟეტს ამზადებს
გავლენიანი ტელეკომპანია „ევრონიუსი“ ბათუმის, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების შესახებ სიუჟეტს ამზადებს. ქალაქის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან და ინფრასტრუქტურასთან ერთად გადამღები ჯგუფის ობიექტივში მთიანი აჭარა მოხვდა, სადაც ჟურნალისტმა კანიონინგისა და ზიპლაინის ტურისტული პროდუქტები თავადვე გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. გადაცემა ,,FOCUS“-თვის მომზადებულ სიუჟეტში ყურადღება ბათუმის, როგორც უსაფრთხო, ტურისტებისთვის მიმზიდველ და სწრაფად განვითარებად ქალაქზე გაკეთდება, რომელიც ზღვასთან ერთად მოგზაურებს მთის მრავალფეროვან და საინტერესო ტურისტულ პროდუქტებს სთავაზობს. ბათუმის შესახებ მომზადებული სიუჟეტი ევრონიუსის ეთერში სექტემბრის ბოლოს გავა და მას 160 ქვეყანაში მილიონობით მაყურებელი იხილავს. ევრონიუსის გადამღები ჯგუფის რეგიონში მოგზაურობას წინ უძღოდა აჭარის ერთვიანი სატელევიზიო რეკლამა ევრონიუსზე, რომლის ფარგლებშიც ევრონიუსის მაყურებელი რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებს ეცნობოდა. აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული შესაძლებლობების რეკლამა აქტიურად მიმდინარეობს სამიზნე ქვეყნებში, რომელთა შორისაა პოლონეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, ლატვია, ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონი მასპინძლობს წამყვანი მედიისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს სამიზნე ქვეყნებიდან, რომლებიც აჭარის შესახებ სტატიებს, სიუჟეტებსა და ბლოგებს აქვეყნებენ. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით „ევროპის მარში“ იმართება
მარჯანიშვილის მოედნიდან ევროპის მოედნისკენ მსვლელობა მიმდინარეობს
მეტროსადგურ „300 არაგველიდან“ „ევროპის მარში“ დაიწყო
ოპოზიციური პარტიები - განცხადებები რუსული კანონის შელამაზების შესახებ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა
|
ომი უკრაინაშივოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|