13:36 - 11 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-17 13:31:15, 4908 ნახვა

ციტატები
ამირან გამყრელიძე - შემაკავებელი ღონისძიებები თუ არ გატარდა, მეხუთე ტალღა ძალიან მძიმე იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მეხუთე ტალღა საკმაოდ მძიმე იქნება და აუცილებელია, რომ ყველამ გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და ავიცრათ.

„უნდა გავითავისოთ კარგად, რომ ამ ეპიდემიას მხოლოდ აცრა აკავებს. ის 40-50 ქვეყანა, რომელიც დღეს წარმატებულია და რომლებმაც ასე თუ ისე შეამსუბუქეს სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები და თანდათან უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ესენი არიან ის ქვეყნები, რომლებმაც 70% მოსახლეობის აცრა. თუ ჩვენ არ ავიცრებით საკუთარი თავისთვის და ერთმანეთისთვის, მაშინ გვექნება ყოველ ორ თვეში ასეთი ტალღა. ხაზს ვუსვამ, თუ დავიცავთ რეკომენდაციებს და ავიცრებით ახალ წლამდე ჩვენ 2 000 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. ისეთი ტალღა მოდის, რომ თუ შესაბამისი შემაკავებელი ღონისძიებები არ გატარდა, ძალიან მძიმე იქნება ეს ნოემბერი. შემაკავებელ ღონისძიებებში ისევ რეკომენდაციების დაცვას და ვაქცინაციას ვგულისხმობ.

კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, რომ აიცრას. მილიონი ადამიანია აცრილი, სულ მცირე კიდევ ერთი მილიონი უნდა აიცრას, რომ მშვიდად შეხვდეს ქვეყანა ახალ წელს. რაც შეეხება სხვადასხვა შემზღუდველ ღონისძიებებს, ამას განიხილავს საკოორდინაციო საბჭო“, – ამბობს გამყრელიძე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს სპეციალურ ბრიფინგს გამართავს
შალვა პაპუაშვილი: არავის აქვს უფლება ჩაერიოს ჩვენი გამოხატვის თავისუფლებაში და მიგვითითოს, არ გამოვიყენოთ საღი აზრის ტერმინები
კალაძე - ერთი წლის წინ ქვეყანას არ მისცეს კანდიდატის სტატუსი და ამას არ ჰქონდა ახსნა
ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი- ეს კანონი უნდა იყოს გაწვეული და საერთოდ არ იყოს მიღებული

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics