2015-09-03 11:48:37, 1215 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: 100-ზე მეტი მცურვი საშუალება, გემები იქნა გასხვისებული, რაც დიდი დანაშაულია
"100-ზე მეტი მცურავი საშუალება, გემები იქნა გასხვისებული, რაც ვფიქრობ, ძალიან დიდი დანაშაულია",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ნავმისადგომი გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, წინა მთავრობის დროს მთელი სანაპირო დაცვა აბსოლუტურად იგნორირებული იყო და ამ მიმართულებით მუშაობა არ მიმდინარეობდა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ახელმწიფო რომელიც არ ზრუნავს საკუთარი საზღვრის გაძლიერებაზე, საკუთარ მესაზღვრეებზე, იქ საუბარი, რომ თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობაზე მიდის ზრუნვა, ზედმეტია. ამიტომ, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა სტანდარტები, რომლებიც წამყვან საზღვაო სახელმწიფოებშია დამკვიდრებული, საქართველოში დაინერგოს. "ამერიკის მთავრობა მხარში გვიდგას, რომ საქართველოს სანაპირო დაცვა იყოს ისეთი, როგორიც ჩვენ გვეკადრება, ისეთი, როგორიც აქვს წამყვან საზღვაო სახელმწიფოებს. ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ის სტანდარტები, რომელიც დამკვიდრებულია წამყვან საზღვაო სახელმწიფოებში, გადმოვიტანოთ, დავნერგოთ საქართველოში. ჩვენ ამერიკა გვეხმარება იმისათვის, რომ მომზადდეს კადრები, მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.მოხდეს ტექნიკური აღჭურვა და ა.შ. მინდა, გავიხსენო, რომ 2013 წლის 2 აპრილს ბატონმა რიჩარდ ნორლანდმა და მე საძირკველი ჩავუყარეთ ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის მშენებლობას, რომელიც დღეს უკვე გამართული და თანამედროვე ცენტრია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი სახელმწიფოს საზღვრის დაცვის სუბიექტების და სასაზღვრო რეჟიმის განმახორციელებელი სამსახურების კოორდინირებულ საქმიანობაში.სახელმწიფო, რომელიც არ ზრუნავს საკუთარი საზღვრის გაძლიერებაზე, საკუთარ მესაზღვრეებზე, იქ საუბარი იმაზე, რომ თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობაზე მიდის ზრუნვა, არის ზედმეტი. ჩვენ ამის მომსწრენი ვიყავით სულ რაღაც სამი წლის წინ. წინა მთავრობის დროს მთელი სანაპირო დაცვა იყო აბსოლუტურად იგნორირებული.მხოლოდ აშშ-ის მთავრობის დახმარება გვქონდა ჩვენ. 100-ზე მეტი მცურავი საშუალება, გემები იქნა გასხვისებული, რაც დანაშაულია. დღეს გვსურს შევქმნათ ძლიერი საზღვაო ფლოტი და სანაპირო დაცვა გახდეს თანამედროვე, მოდერნიზებული. გვჯერა, სანაპირო დაცვის სამსახურის განვითარება და საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სტრატეგიული სატრანსპოტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას ჩვენი ქვეყნის გავლით",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის
კალაძე - დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას
|
ომი უკრაინაშირუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|