2024-05-07 10:33:02, 313 ნახვა
პოლიტიკა
Anonymous კობახიძეს - თუ მთავრობა გააგრძელებს მომიტინგეებზე თავდასხმებს, სამათვრობო ვებგვერდებზე ფართომასშტაბიან კიბერშეტევებს განვახორციელებთ
თუ თქვენი მთავრობა გააგრძელებს ქუჩებში გამოსულ მომიტინგეებზე სასტიკ თავდასხმებს, ჩვენ სამთავრობო გვერდებზე უფრო ფართომასშტაბიან კიბერშეტევებს განვახორციელებთ, - ამის შესახებ ჰაკერული დაჯგუფება Anonymous-ი სოციალურ ქსელში წერს. Anonymous-ის განცხადებით, „ქართველ ხალხს გვერდით უდგანან ბრძოლაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის“. „ამ პერიოდის განმავლობაში, Anonymous-მა კიბერშეტევები განახორციელა საქართველოს სამთავრობო ვებგვერდებთან დაკავშირებულ 30-ზე მეტ საიტზე. ეს ქმედებები თბილისსა და ბათუმში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ პოლიციის ძალადობის საპასუხოა. გარდა ამისა, სამიზნე გახდა მთავრობასთან დაკავშირებული მედია, რომელიც პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება. კრემლის მარიონეტულმა მთავრობამ საქართველოში გაატარა რუსული „უცხო აგენტების“ კანონები, რომელიც მიზნად ისახავს, გააჩუმოს განსხვავებული აზრის და დამოუკიდებელი მედიის, ისევე, როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ორგანიზაციების სამიზნე. ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვართ მათ ბრძოლაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის და გვსურს თავისუფალი საქართველო რუსული გავლენისგან, მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებებს ნათელი მომავლისკენ! საქართველოს პრემიერ-მინისტრს: თუ თქვენი მთავრობა გააგრძელებს ქუჩებში გამოსულ მომიტინგეებზე სასტიკ თავდასხმებს, ჩვენ სამთავრობო გვერდებზე უფრო ფართომასშტაბიან კიბერშეტევებს განვახორციელებთ“, - წერია Anonymous-ის განცხადებაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, რაისის ვერტმფრენის ზუსტი ადგილმდებარეობა დადგენილია
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
ირანის პრეზიდენტის ვერტფრენი ჩამოვარდა
|
ომი უკრაინაშირუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|