04:28 - 20 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-07 10:08:57, 306 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ლაჩარს და მხდალს ყველა თავისნაირი ჰგონია! - ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ვერავინ დაამარცხებს

ლაჩარს და მხდალს ყველა თავისნაირი ჰგონია! დამითმია ჩემი თვალიც, ცხვირიც და რა ვიცი კიდევ, რაც უნდათ. ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ვერავინ დაამარცხებს. გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა - გამძლეობა და მხნეობა, ჩემო სადარდელო ქვეყანავ,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხაბეიშვილის განცხადებით, "თუ ვინმე დამფრთხალია, ეს ხელისუფლებაა". 

“მიზანმიმართული დაშინება, დაორგანიზებული თავდასხმები, რომ შემდეგ მედიაში იტრიალოს, ხალხი შეშინდეს, დაიზაფროს. 

არასდროს შეშინებია ქართველს, როცა თავისი სამშობლოს ეროვნულ ინტერესებს იცავდა. არანაირი შფოთვა და შიში! თუ ვინმე დამფრთხალია, ეს არის ევროპაზე, დასავლეთზე უარის განმცხადებელი ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. 

ლაჩარს და მხდალს ყველა თავისნაირი ჰგონია! დამითმია ჩემი თვალიც, ცხვირიც და რა ვიცი კიდევ, რაც უნდათ. ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ვერავინ დაამარცხებს. გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა - გამძლეობა და მხნეობა, ჩემო სადარდელო ქვეყანავ. არა რუსულ კანონს! კი ევროპას!" - წერს ხაბეიშვილი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რაისის ვერტმფრენის ზუსტი ადგილმდებარეობა დადგენილია
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
ირანის პრეზიდენტის ვერტფრენი ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics