2024-04-29 13:16:47, 312 ნახვა
რეგიონი
აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება
აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ლატვიელი და თურქი ჟურნალისტები ეცნობიან. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით მედიატურის მონაწილეები რეგიონში მოგზაურობენ და აჭარის შესახებ სიუჟეტებს, სტატიებსა და ბლოგებს ამზადებენ. „ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულების შემდეგ, ჟურნალისტები მთიან აჭარას სტუმრობდნენ, სადაც ადგილობრივი კერძები და ღვინო დააგემოვნეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნებიდან უცხოელი ჟურნალისტების მოწვევას წლის ბოლომდე გააგრძელებს. მაისის განმავლობაში, რეგიონში 10-მდე მედიატურია დაგეგმილი ლიეტუვადან, ფინეთიდან, ყაზახეთიდან, ინდოეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. შედეგად, აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ მასალები სამიზნე ქვეყნების ტელევიზიებსა და ონლაინ მედიაში აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებამდე გამოქვეყნდება“, - აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), რაისის ვერტმფრენის ზუსტი ადგილმდებარეობა დადგენილია
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
ირანის პრეზიდენტის ვერტფრენი ჩამოვარდა
|
ომი უკრაინაშირუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|