2024-04-27 19:07:46, 377 ნახვა
მსოფლიო
ლაიენი - უნგრეთს EU-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი დღეს რომ წარედგინა, განვიხილავდით, აკმაყოფილებს თუ არა ის წევრობის პირობებს
უნგრეთს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი დღეს რომ წარედგინა, ჩვენ ისევე, როგორც სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, განვიხილავდით, აკმაყოფილებს თუ არა ის წევრობის პირობებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, უპირველეს ყოვლისა ეს ეხება კანონის უზენაესობასთან და კორუფციის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. “ევროპის გაერთიანებამ, ასევე დიდი სტიმული მისცა ეკონომიკას, რადგან ერთიანი ბაზარი მნიშვნელოვნად გაფართოვდა, ორ ათწლეულში ევროკავშირის შიდა ვაჭრობა 40 პროცენტით გაიზარდა, ათ ახალ წევრ ქვეყანაში 6 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა და უმუშევრობა განახევრდა. დღეს ევროპაში უზარმაზარი ქსელი გადის, რომელიც შედგება მაგისტრალების, სარკინიგზო ხაზების, მილსადენებისა და მონაცემთა გადაცემის კაბელებისგან. ათეულის გაწევრიანებამ მეტი წონა და მნიშვნელობა შესძინა ევროკავშირს. შეიცვალა ჩვენი ხედვაც, ბევრი რამ ვისწავლეთ იმ მწარე გამოცდილებიდან, რომელიც ამ ქვეყნებმა საბჭოთა კავშირისგან მიიღეს. მათ ბევრი რამ გვასწავლეს კრემლისა და პრეზიდენტ პუტინის მოქმედების შესახებ და ამან გაზარდა ჩვენი სიფხიზლე. როდესაც 27 წევრი სახელმწიფო და 450 მილიონი ადამიანი ერთად მუშაობენ, ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება. მაგრამ გაფართოების უზარმაზარი სარგებელი გასათვალისწინებელია“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, რაისის ვერტმფრენის ზუსტი ადგილმდებარეობა დადგენილია
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
ირანის პრეზიდენტის ვერტფრენი ჩამოვარდა
|
ომი უკრაინაშირუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|