2024-04-27 16:09:34, 322 ნახვა
მსოფლიო
შოლცი - 2024 წელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობის წელი უნდა იყოს, ეს არის შესაძლებლობა და დიდი პასუხისმგებლობა
2024 შეიძლება და უნდა იყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობის წელი, ეს არის შესაძლებლობა და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ ბერლინში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. შოლცმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა, რომ აუცილებელ კომპრომისებზე წასასვლელად ნება და გამბედაობა გამოიჩინონ. „რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი და ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად, ამის შანსები იმაზე უკეთესია, ვიდრე დიდი ხნის განმავლობაში ყოფილა. სწორედ ამიტომ, სწორია, რომ ახლა პირდაპირი პირადი კონტაქტი გაქვთ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან. მიუნხენში ჩვენს ბოლო შეხვედრაზე ორივემ დამარწმუნეთ, რომ გადაუწყვეტელი საკითხები მხოლოდ მშვიდობიანად მოგვარდება“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, რაისის ვერტმფრენის ზუსტი ადგილმდებარეობა დადგენილია
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
ირანის პრეზიდენტის ვერტფრენი ჩამოვარდა
|
ომი უკრაინაშირუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|