2024-04-25 09:39:21, 377 ნახვა
ომი უკრაინაში
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ბოლო კვირებში შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის ტიპის რაკეტები ფარულად გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. მედია წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ რაკეტები უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტში შედიოდა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 12 მარტს დაამტკიცა. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, რაკეტები პირველად 17 აპრილის გამოიყენეს, ყირიმში რუსული აეროდრომის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინის ფრონტის ხაზებიდან, დაახლოებით, 165 კმ-ში (103 მილი) იყო. „პენტაგონი თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა შორი დისტანციური რაკეტების განლაგებას, იმის შიშით, რომ ამერიკული მარაგიდან რაკეტების დაკარგვა აშშ-ის სამხედრო მზადყოფნას დააზარალებდა. ასევე არსებობდა შეშფოთება, რომ უკრაინა მათ რუსეთის სიღრმეში სამიზნეებზე თავდასხმისთვის გამოიყენებდა“, - წერს მედია ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშირუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|