08:36 - 20 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-23 09:39:01, 537 ნახვა

ომი უკრაინაში
BBC - რუსეთმა კიევსა და ოდესას დრონებით შეუტია

რუსეთმა კიევსა და ოდესას დრონებით შეუტია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, უკრაინის საჰაერო ძალებმა კიევისკენ მიმავალი ყველა „შაჰიდი“ ჩამოაგდეს, რასაც ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რაც შეეხება ოდესას, როგორც BBC იუწყება, „შაჰიდებით“ შეტევის შედეგად დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია.

„ოდესაში თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და გაჩნდა ხანძარი. მაშველებმა 34 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის 3 ბავშვია. 7 ადამიანი დაშავდა და მიიღო დაზიანება, მათგან 2 ბავშვია“, - წერს მედია ოდესის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რაისის ვერტმფრენის ზუსტი ადგილმდებარეობა დადგენილია
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
ირანის პრეზიდენტის ვერტფრენი ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics