2024-04-07 12:12:24, 418 ნახვა
სამხედრო
ბრძოლის ველზე პირველადი დახმარების ტრენინგი დასრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ბრძოლის ველზე პირველადი დახმარების აღმოჩენის წესები შეისწავლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, სპეციალური ტრენინგი, კანადელ ინსტრუქტორთა ჯგუფის ხელმძღვანელობით, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის საბრძოლო უზრუნველყოფის ცენტრის სამხედრო-სამედიცინო სკოლაში ჩატარდა. "პირველ ეტაპზე, კანადელი სამხედროების ხელმძღვანელობით საქართველოს თავდაცვის ძალების თორმეტმა სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო-სამედიცინო ინსტრუქტორის კურსი გაიარა. შემდეგ კი, მათ, კანადელ კოლეგებთან ერთად, საბრძოლო მაშველის კურსზე 72 სამხედრო მოსამსახურე მოამზადეს. თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებმა შეისწავლეს ბრძოლის ველზე დაშავებულის დახმარების აღმოჩენის წესები: ტაქტიკური საველე დახმარება, სამედიცინო ევაკუაციის მოთხოვნა, მოტეხილობების მართვა, სისხლდენის კონტროლი და სხვა. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა ავთანდილ აბაშიძემ და კანადის სამხედრო ატაშემ საქართველოში, თურქეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებში, პოლკოვნიკმა ფილიპ სუვემ გადასცეს",- ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), რაისის ვერტმფრენის ზუსტი ადგილმდებარეობა დადგენილია
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
ირანის პრეზიდენტის ვერტფრენი ჩამოვარდა
|
ომი უკრაინაშირუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|