2024-04-06 14:03:38, 317 ნახვა
სამხედრო
„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ახალგაზრდებს პროექტის მნიშვნელობა, თავდაცვის უწყების პრიორიტეტები, ასევე, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად, სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობები გააცნო. მოგვიანებით, სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებს თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანებისა და პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ტერიტორიული რეზერვის პროგრამით, ასევე თავდაცვის ძალებში დასაქმებითა და სამხედრო კარიერული განვითარებით. თავდაცვისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების ერთობლივი პროექტი - „ჩვენი ჯარი“ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), რაისის ვერტმფრენის ზუსტი ადგილმდებარეობა დადგენილია
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
ირანის პრეზიდენტის ვერტფრენი ჩამოვარდა
|
ომი უკრაინაშირუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|