2024-03-27 02:08:33, 647 ნახვა
სპორტი
უკრაინამ ისლანდიის ნაკრები დაამარცხა და ევრო-2024 ზე იასპარეზებს
უკრაინის საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალური მატჩი მოიგო. უკრაინამ ისლანდიის ნაკრები 2:1 დაამარცხა. უკრაინისა და ისლანდიის ნაკრებები ერთმანეთს 21:45 წუთზე პოლონეთის ტარჩინსკის არენაზე ვროცლავში შეხვდნენ. ისლანდიის ნაკრებმა ცოტა ხნის წინ ისრაელთან გამართულ მატჩში დიდი გამარჯვება მოიპოვა (4:1). 30-ე წუთზე გუდმუნდსონმა უკრაინის ნაკრების კარში გოლი გაიტანა. 9 წუთის შემდეგ იარემჩუკმა ისლანდიას გოლი გაუტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე გამო გააუქმა. 54-ე წუთზე ციგანკოვმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. 84-ე წუთზე მუდრიკმა მეტოქის კარის შორეულ ქვედა კუთხეში დაარტყა. მოგეხსენებათ, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინამ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და პირდაპირ ფინალში ვერ მოხვდა. ევრო 2024-ზე მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ იყო ერთა ლიგის პლეი-ოფში. 21 მარტს უკრაინამ ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის 57-ე წუთზე ნიკოლაი მატვიენკომ ავტოგოლი გაიტანა, 85-ე და 88-ე წუთზე რომან იარემჩუკმა და არტემ დოვბიკმა გაიტანეს. ავტორი: ექსპრესნიუსი, რაისის ვერტმფრენის ზუსტი ადგილმდებარეობა დადგენილია
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
ირანის პრეზიდენტის ვერტფრენი ჩამოვარდა
|
ომი უკრაინაშირუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|