2024-03-23 13:52:08, 457 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია
პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა. სტუდენტებთან შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე, თავდაცვის უწყების პრიორიტეტებსა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე. მან ყურადღება გაამახვილა თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ ცვლილებებზე და აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა. სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ალტერნატიულ ვადებზე, ჯარისკაცის მოვალეობებისა და, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად, სამხედრო სამსახურის გავლის პირობებზე. შეხვედრაზე თავდაცვის ძალების ოფიცრებმა სტუდენტებს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო კარიერული განვითარების შესახებ პრეზენტაციაც წარუდგინეს. თავდაცვისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების ერთობლივი პროექტი - „ჩვენი ჯარი“ მომავალ თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), რაისის ვერტმფრენის ზუსტი ადგილმდებარეობა დადგენილია
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
ირანის პრეზიდენტის ვერტფრენი ჩამოვარდა
|
ომი უკრაინაშირუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|