03:15 - 20 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-18 13:56:26, 590 ნახვა

სამხედრო
საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი კიბერსწავლება დასრულდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და დიდი ბრიტანეთის არმიის ერთობლივი კიბერსწავლება - Defence Cyber Marvel 2024 დასრულდა. დასკვნით ღონისძიებაზე კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარკ კლეიტონმა. მათ კიბერუსაფრთხოების კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ტრენინგი კიბერსპეციალისტების კიბერთავდაცვითი უნარ-ჩვევების განვითარებასა და კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარებაზე იყო ორიენტირებული. სასწავლო პროგრამის სიმულაციური სცენარი კი, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საინფორმაციო სისტემებზე კიბერშეტევებს ითვალისწინებდა. ტრენინგში ქართველმა და ბრიტანელმა კიბერსპეციალისტებმა მიიღეს მონაწილეობა.

ერთკვირიანი სწავლება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) ჩატარდა. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ სწავლებაში თავდაცვის სამინისტროს კიბერსპეციალისტები უკვე მეორედ მონაწილეობენ. სწავლება მიზნად ისახავს კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებასა და თავდაცვის სფეროში კიბერუსაფრთხოების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას, ასევე ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობას.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რაისის ვერტმფრენის ზუსტი ადგილმდებარეობა დადგენილია
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
ირანის პრეზიდენტის ვერტფრენი ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics