2023-12-07 10:43:53, 877 ნახვა
სამხედრო
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა. მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გიორგაძემ რთული, გამოწვევებით სავსე უსაფრთხოების გარემოში მსგავსი კურსების ორგანიზების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. "მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მსმენელებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. წელს „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კური“ მეორედ ჩატარდა და კაჭრეთში მდებარე სასტუმრო „ამბასადორში“ ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხვადასხვა უწყებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვის, ქვეყნის უსაფრთხოების ფორმირების პროცესში თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის, კრიზისულ სიტუაციებში პოზიციონირებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარების შესაძლებლობა ჰქონდათ. „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების კურსების მოდელზე ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, 2012 წლიდან საქართველოში ყოველწლიურად იმართება. ბოლო ორი წელია ქართული მხარე, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) კურსს დამოუკიდებლად ატარებს",- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), რაისის ვერტმფრენის ზუსტი ადგილმდებარეობა დადგენილია
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
ირანის პრეზიდენტის ვერტფრენი ჩამოვარდა
|
ომი უკრაინაშირუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|