2022-04-01 15:49:38, 3140 ნახვა
კულტურა
იუნესკო - მსოფლიო მემკვიდრეობა საფრთხეშია უკრაინაში ომის გამო
იუნესკოს ცნობით, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დროს ათობით ეკლესია, ისტორიული ძეგლი და მუზეუმი უკვე დაზიანდა. ახლა განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რაც ჩერნიგოვში ხდება. გაეროს კულტურის სააგენტომ ომის ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაზიანებული კულტურული ძეგლების წინასწარი სია შეადგინა. ამ დროისთვის დანგრეულია ან დაზიანებულია 29 სალოცავი, ისტორიული მნიშვნელობის 16 შენობა, ოთხი მუზეუმი და ოთხი ძეგლი. "ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ვითარებით. უკრაინაში კაცობრიობის მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება", - განაცხადა იუნესკოს წარმომადგენელმა ერნესტო ოტონემ. უკრაინის ტერიტორიაზე არის შვიდი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, კერძოდ ლვოვსა და კიევში; ქალაქები ოდესა და ხარკოვი შედის შემოქმედებითი ქალაქების ქსელში, ხოლო უკრაინის ზოგიერთი ეროვნული არქივი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში. ავტორი: ექსპრესნიუსი, რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
ირანის პრეზიდენტის ვერტფრენი ჩამოვარდა
ზურაბიშვილი - მე მივწერე პრეზიდენტ მაკრონს, რომ მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის ველოდები
|
ომი უკრაინაშირუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|