2020-11-21 21:11:47, 5763 ნახვა
ცესკო - წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათის მდგომარეობით 26.29% შეადგინა
კენჭისყრის პროცესი დასრულდა. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას განუცხადა, კანონმდებლობის შესაბამისად, 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა. „რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის შექმნილ 80 სპეციალურ უბანს, 145-ვე გადასატანი საარჩევნო ყუთი 21:00 საათისთვის, დროულად დაბრუნდა სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებზე. არსებითი ხარვეზები არ გამოვლენილა და მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა“,-განაცხადა იოსელიანმა. მისივე ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათის მდგომარეობით შეადგინა 26.29% - კენჭისყრაში 562 664-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა აჭარის რეგიონში - 39.29 %, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ნაძალადევში, №7-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში - 20.04%. დღის განმავლობაში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 12 საჩივარი. მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება. „საუბნო შემაჯამებელი ოქმების შედგენის შემდგომ, საარჩევნო უბნებზე კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე, ოქმები მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ უმოკლეს ვადებში ატვირთავენ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე ყველა სახის დოკუმენტაცია ილუქება და ამის შემდეგ უკვე შემაჯამებელი ოქმების დამოწმებული ასლები გადაეცემათ უფლებამოსილ პირებს. როგორც უკვე გითხარით, ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე ეტაპობრივად განათავსებს სპეციალურ ვებ-გვერდზე - results.cec.gov.ge. მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის“,- განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ბრიფინგის დასასრულს. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), რაისის ვერტმფრენის ზუსტი ადგილმდებარეობა დადგენილია
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
ირანის პრეზიდენტის ვერტფრენი ჩამოვარდა
|
ომი უკრაინაშირუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|