2018-05-26 11:34:48, 1856 ნახვა
პოლიტიკა
როგორ მიიღო საქართველომ დამოუკიდებლობა 100 წლის წინ
დღეს საქართველო დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს თვილისში შეიკრიბა სეიმის უკანასკნელი სხდომა. რაკი პირობები გარკვეულად წინასწარ იყო მომზადებული, სხდომა დიდხან არ გაგრძელებულა. საიმმა თავიდან მოიხსნა ყოველგვარი რწმუნებულება და ამიერკავკასიის ფედერაცია დაშლილად გამოცხადდა. სხდომას თავჯდომარეობდა ნოე ჟორდანია. “დღეს თქვენ აქ მოწამე იყავით ერთი ისტორიულისა და ამავე დროს ტრაღიკული აქტის. ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი ახლა ამავე დარბაზში ეყრება საფუძველი მეორე სახელმწიფოს ” ამ სიტყვებით გახსნა სხდომა ნოე ჟორდანიამ. “საქართველოს დამოუკიდებლობის” აქტი ეროვნულმა საბჭოს წევრებმა ერთხმად მიიღეს 1918 წლის 26 მაისის 5 საათსა და 10 წუთზე. “ამიერიდან ქართველი ხალხი სუვერენული უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.” ამავე დღეს დამტკიცდა საქართველოს დროებითი შერეული მთავრობა. მიღებული იქნა ქვეყნის იდეოლოგიური და სოცალურო მოწყობსი შესახე პოსტულატები. მაგალითად ის, რომ საერთაშორისო ომიანობის დროს საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფო იქნებოდა. დამიუკიდებელი საქართველსო პოლიტიკური ფორმა კი დემოკრატიული რესპუბლიკა უნდა ყოფილიყო. ეს მოვლენა მაშინ ახალი ეპოქის დასაწყისად მიიჩნიეს. ახალი ეპოქის, რომელსაც საქართველსოთვის განვითარება და მშვიდობა უნდა მოეტანა თუმაც სამწუხაროდ მოვლენების განვითარებამ საპირიპირო დაამტკიცა. სამ წლიანი დამოუკიდებლობა, რომელიც გრძელდებოდა 1918 წლიდან 1921 წლამდე, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შეწყდა. საქართველოს პრიველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მთელი ქვეყნის მაშტაბით და ასევე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აღნიშნავენ. ავტორი: , გომელაური - ისმოდა მოწოდებები, შტურმით აეღოთ კანცელარიის შენობა - განსაკუთრებით აქტიურობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები
გლდანის რაიონში კიდევ ორი სპორტული მოედანი რეაბილიტირდა
ნარჩენების მართვის, სათბური აირების ემისიების შემცირების და მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვის სისტემების დანერგვის მიმართულებით, ახალი პროექტი იწყება
გომელაური - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას - ხაზგასმით ვამბობ, ეს დაუშვებელია
|
ომი უკრაინაშირუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 456 960-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|