13:37 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 18:14:32, 1670 ნახვა

კომენტარი
კობა ლურსმანაშვილი - დაიცავით იმ საზოგადოების ინტერესები, რომელიც ხშირად ხდება ფეხქვეშ გათელილი ნარკომანების და „პიდარასტების“ მიერ

„ვითხოვ, კატეგორიულად იყოს დაცული საზოგადოების იმ ნაწილის ინტერესები, რომელიც   ხშირად ხდება ფეხქვეშ გათელილი ნარკომანების, ნარკორეალიზატორების და პიდარასტების მიერ“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა კობა ლურსმანიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შს მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ.

დეპუტატმა მინისტრს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ როგორც პარლამენტის წევრი, ის მიესალმება სხვადასხვა უმცირესობების დაცვას.

„მინისტრი და სამინისტრო ასეთ ღონისძიებებს ატარებს და იქ ყოველგვარი შეცდომების გარეშე და ძალადობის გარეშე ხდება სიტუაციის რეგულირება  და ეს არ მოსწონთ, ხოლო როდესაც უმცირესობები, ნარკომანები და ასეთ შემთხვევაში  ნარკორეალიზატორები და მათი მხრიდან ორგანიზებული ჯგუფები ძალადობენ საზოგადოების მიმართ, ასეთ შემთხვევაში მათ რეაქციებს ვერ ვხედავ ხოლმე. 

მე როგორც პარლამენტის წევრი რა თქმა უნდა მივესალმები თქვენს მიდგომებს და რა თქმა უნდა ასეც უნდა იყოს უფლება დაცული, როგორც მომხმარებლების ასევე სხვადასხვა უმცირესობების  ჩვენ საზოგადოებაში. მაგრამ როგორც მოქალაქე, ვითხოვ კატეგორიულად იყოს დაცული საზოგადოების ინტერესები, იმ ნაწილის, რომლის ინტერესებიც ხშირად ხდება სხვების მიერ ფეხქვეშ გათელილი სწორედაც, ნარკომანების, ნარკორეალიზატორების და პიდარასტების მიერ“,-აღნიშნა დეპუტატმა.

 

"ექსპრესნიუსის" რედაქცია ემიჯნება დეპუტატის ჰომოფობიურ განცხადებებს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ გაიმართა
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
პაპუაშვილი - ცეცხლის წაკიდება თუ თქვენთვის ევროპაა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა
კასპში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics