10:25 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-17 12:23:54, 1074 ნახვა

საზოგადოება
41 NGO ბავშვთა ჰომოფობიური ბულინგისა და ძალადობისაგან დასაცავად მთავრობას ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს

"მოვუწოდებთ მთავრობას, ყველა ბავშვისათვის შექმნას გარანტირებულად უსაფრთხო გარემო, რომელიც თავისუფალი იქნება დისკრიმინაციისა და ძალადობისგან, მოახდინოს ჰომოფობიური ბულინგის ეფექტური პრევენცია და აღმოფხვრა, მოზარდების სტიგმატიზირების და გარიყვის თავიდან აცილება, - ამის შესახებ ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების კოალიციის განცხადბაშია აღნიშნული. 

"ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ძალადობისგან ბავშვთა დაცვა საქართველოში დღესდღეობით განსაკუთრებით აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ძალადობის ფორმებს შორის ერთ-ერთი მწვავე ფორმა ჰომოფობიური ბულინგია, რომელიც მოიცავს მოზარდების ბულინგს განსხავებული შეხედულებების, გარეგნობისა თუ ქცევის გამო. საქართველოში არ არსებობს ბულინგის (მათ შორის ჰომოფობიური ბულინგის) იდენტიფიცირებისა და დაძლევის ერთიანი მექანიზმი, რომელშიც პრევენციის მიდგომები ფართოდ იქნებოდა გამოყენებული. იდენტობისა და ორიენტაციის გამორკვევის პროცესში მყოფ მოზარდებს, სჭირდებათ განსაკუთრებული თანადგომა ოჯახში, სკოლასა და საზოგადოებაში.

,,კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“, როგორც ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე 41 ორგანიზაციის ქსელი, გმობს მოზარდის სტიგმატიზაციას გენდერული იდენტობის, ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების, ეთნიკური და რელიგიური წარმოშობისა და მიკუთვნებულობის მიუხედავად! ყველა ბავშვს აქვს უფლება, იყოს დაცული და ჰქონდეს განვითარების შესაძლებლობა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის ყველა პასუხისმგებელ უწყებას, განახორციელონ ქმედითი ღონისძიებები, რათა: 

- გადაიხედოს ბავშვთა ძალადობისგან დაცვის ერთიანი რეფერალური მექანიზმი, ისევე როგორც კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რათა მოხდეს მოზარდების ეფექტური დაცვა ჰომოფობიური ბულინგისგან;

- განვითარდეს ქართულენოვანი საინფორმაციო რესურსები და ონლაინ პლატფორმები,  მშობლებისა და ახალგაზრდებისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის, არსებული თანადგომის მექანიზმებისა და ონლაინ კონსულტაციის მიღებისთვის;  

- უზრუნველყოფილ იქნეს საჯარო სკოლაში მომუშავე პერსონალის ცნობიერების ამაღლება და პროფესიული გადამზადება ჰომოფობიური ბულინგის იდენტიფიკაციისა და  ამ ტიპის ბულინგზე სწორი რეაგირების ფორმების შესახებ;  

- უზრუნველყოფილ იქნეს სოციალური მომსახურებების, მათ შორის, სოციალური მუშაკებისა და ოჯახის ჩამნაცვლებელი მომსახურებების პერსონალის გადამზადება; 

- შეიქმნას შესაბამისი კომპეტენციის მქონე ფსიქო-საკონსულტაციო სამსახურები, თემის და სკოლის დონეზე; 

- დაიწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხანგძლივი კამპანია ჰომოფობიური ბულინიგს რისკებისა და გადაჭრის გზების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ: 1. საქართველოს ბავშვები; 2. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია; 3. საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი; 4. გადავარჩინოთ ბავშვები საქართველოს ფილიალი; 5. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის6. World Vision საქართველო; 7. პარტნიორობა ბავშვებისათვის8. პირველი ნაბიჯი საქართველო9. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი; 10. ასოციაცია ანიკა; 11. გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში; 12. თანადგომა; 13. საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა"; 14. ლეიკოზიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაცია; 15. მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის; 16. საქართველოს კარიტასი; 17. სტუდია ეიდისი; 18. ასოციაცია უფლება ჯანმრთელობაზე; 19. ქალთა საინფორმაციო ცენტრი20. ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი; 21. მცირე საოჯახო სახლების ასოციაცია; 22. ჩვენი სახლი საქართველო; 23. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT 24. ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის; 25. საზოგადოება „ბილიკი“; 26. არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი; 27. კავშირი “იმედიპლიუსი“; 28. ასოციაცია ბავშვი და ოჯახი29. სმენისა და   მეტყველების დარღვევის    მქონე     ბავშვთა     დახმარების    ასოციაცია (მშობელთა კავშირი); 30. კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი; 31. კავშირი "ორიონი"; 32. ინიციატივა სოციალური ცვლილებებისათვის; 33. რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი; 34. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი; 35. დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია; 36. პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის-პსკ; 37. “ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა”; 38. ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება; 39. ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი; 40. ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი; 41. თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკის და ადვოკატირების ინსტიტუტი. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კაია კალასი - აქცენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე და არა მისგან დაშორებაზე უნდა გაკეთდეს
ქალთა მოძრაობა - ქალები ვირჩევთ ევროპას!
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics