15:13 - 25 May, 2018
2018-05-17 11:56:11, 192 ნახვა
ცაგერში ნაპოვნი დათვის ბელი თბილისის ზოოპარკს მიბარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოქალაქის მიერ ნაპოვნი დათვის ბელი თბილისის ზოოპარკს მიაბარეს.

დეპარტამენტის ცნობით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურედან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ ტყის პირას დათვის ბელი იპოვა.

„გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და დაახლოებით 2 თვის ასაკის, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მურა დათვის სახეობის ბელი იპოვეს. ბელს არავითარი დაზიანება არ აღენიშნებოდა.

მისი ასაკიდან გამომდინარე, ბელის ველურ ბუნებაში გაშვება  მიზანშეწონილი არ იყო. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბელი ცაგერიდან თბილისში ჩამოიყვანეს და  ზოოპარკს მიაბარეს.

თბილისის ზოოპარკი დათვების რეაბილიტაციის პროგრამას ახორციელებს. რაც  დათვებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას გულისხმობს, რომელშიც მათ ბუნებრივი ქცევის გამოხატვის მაქსიმალური შესაძლებლობა აქვთ.  ხოლო, როდესაც მიბარებული დათვის ბელი მზად იქნება, მოხდება მისი ველურ ბუნებაში დაბრუნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



ჰარვი ვაინშტეინი ნიუ იორკის პოლიციას ჩაბარდება
დღეს საქართველოს დალია გრიბაუსკაიტე ეწვევა
ელტონ ჯონის კონცერტის ჩატარების თარიღი ცნობილია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics