10:28 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-16 18:24:32, 1790 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: საკრედიტო - საგარანტიო რეფორმის კიდევ ერთი პრიორიტეტი ქალების ბიზნესაქტივობის მხარდაჭერა იქნება

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს მეწარმე ქალებს შეხვდა.

დიმიტრი ქუმსიშვილისა და ბიზნესლიდერთა ფედერაციის წარმომადგენელთა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი ქალბატონებმა. აღსანიშნავია, რომ ფედერაციამ განახლებულ ფორმატში პირველი შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართა. შეხვედრას 60-ზე მეტი ბიზნეს ქალბატონი დაესწრო.  

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალის როლს და მნიშვნელობას ეკონომიკაში, მისი გავლენის გაზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სხვ. გაიმართა საკმაოდ აქტიური დისკუსია იმ მხრივ, თუ რა კეთდება საქართველოს ეკონომიკაში, რა ძირითადი გამოწვევები არსებობს და როგორ შეიძლება, ქალებისთვის ბიზნესის განვითარებაში ხელშეწყობა. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფედერაციის წევრებს გააცნო საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, ააგრეთვე მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები და მისი შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის ცალკეული სექტორების, მათ შორის, ტურიზმის განვითარებაზე, ასევე ბიზნესის სტიმულირების სამთავრობო პროგრამებზე. 

„რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დაისვა ქალბატონების მხრიდან. მათ შორის - ერთ-ერთია ფინანსებზე წვდომა იმისთვის, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას. ამ მიმართულებით ის რეფორმა, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ - საკრედიტო-საგარანტიო ფონდის რეფორმა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, ის შეიძლება იყოს მხარდამჭერი, რადგან სწორედ ამ მიმართულებით შეიძლება ბანკებში შეიქმნას სპეციალური პორტფელები ქალბატონებისთვის გასაცემი სესხებისთვის, ისევე როგორც ახალგაზრდებისთვის, რომელიც შემდგომში იქნება თანაუზრუნველყოფილი თუ დაზღვეული სწორედ ამ ფონდის მიერ“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. 

შეხვედრა წარმატებულად შეაფასეს ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრებმაც.

„ეს იყო ძალიან წარმატებული საკომუნიკაციო პლატფორმა“, - ასე შეაფასეს მათ შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილთან. აღინიშნა, რომ თანამშრომლობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და ზოგადად სამინისტროსთან მომავალში სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება. 

 

(NS)

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Reuters - ისრაელის ალეპოზე საჰაერო თავდასხმას 38 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ 5 წევრი ემსხვერპლა
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics