14:39 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-16 16:59:29, 867 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია: ჩვენი მისწრაფება და მზადყოფნა, გავხდეთ ნატოს წევრი ურყევი და მტკიცეა

„ჩვენი მისწრაფება და მზადყოფნა, გავხდეთ ნატოს წევრი ურყევი და მტკიცეა“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეხუთე ფორუმზე“.

სასტუმრო „Holiday Inn“-ში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ლევან იზორიამ ყურადღება არსებული გამოწვევების ფონზე თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა, რის შედეგადაც თავდაცვის უწყება ნატოს სტანდარტებს რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებებით აკმაყოფილებს. მათ შორის საუბარია ბიუჯეტის სწორად და დაბალანსებულად გადანაწილებაზე, ბიუჯეტში შეიარაღების შესყიდვის წილის 20,9 % -მდე გაზრდის და თავდაცვის ბიუჯეტის განსაზღვრა მშპ-ის 2%-იან ნიშნულზე.

სიტყვით გამოსვლაში თავდაცვის მინისტრმა აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს განსაკუთრებული ადგილი დაუთმო და თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) შესახებ ისაუბრა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა 18 მაისს ოფიციალურად გაიხსნება,რაც კიდევ უფრო აამაღლებს ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს.

თავდაცვის მინისტრმა მოხსენებაში შეკავების პოლიტიკასა და ამერიკული ანტი-სატანკო სისტემების მნიშვნელობაზე ისაუბრა. იზორიას განცხადებით თავდაცვითი შეიარაღების გადმოცემა კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობისა.

პანელზე - „ათი წელი ბუქარესტის სამიტის შემდეგ“ თავდაცვის მინისტრთან ერთად, გამომსვლებებს შორის იყვნენ - ევროპული რეფორმების ცენტრის საგარეო ურთიერთობების დირექტორი იან ბონდი და ფონდ ჯეიმსთაუნის უფროსი მკვლევარი ვლადიმირ სოკორი. სესიას აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე მაიკლ კარპენტერი მოდერატორობდა.

ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით „სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეხუთე ფორუმი“ რონდელის ფონდის, სლოვაკეთის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics