12:43 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-16 14:59:15, 1248 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: 26 მაისი საერთო სიამაყის ზეიმად უნდა ვაქციოთ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - პირველი რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა სტუდენტებსა და პროფესორებს ჩაერთონ ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღის, 26 მაისის, დამოუკიდებლობის დღისა და პირველი რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნაში.

"დიდი სურვილი მაქვს, რომ საზოგადოება ამ სიამაყის ზეიმის ირგვლივ გავერთიანდეთ. 26 მაისს თბილისს ეწვევა 6 ქვეყნის და ევროკომისიის პრეზიდენტი. ასეთი დიდი წარმომადგენლობითი ვიზიტი საქართველოს ჯერ არ ქონია და ეს ნათლად აჩვენებს იმ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენ სახელმწიფოს, ჩვენ ერს აქვს ჩვენი მეგობრებისგან.

მე მინდა, რომ ეს დღეები ვაქციოთ საერთო ზეიმის დღეებად და ყველა იყოს ამ პროცესში ჩართული. მინდა, რომ ეს იყოს ქართველი ხალხის სავიზიტო ბარათი ევროპისთვის, რას ვაფასებთ, როგორ შეგვიძლია ამის აღნიშვნა და რამდენად გულღია ვართ ჩვენი სიხარულის გაზიარებაში ჩვენი მეგობრების მიმართ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა მოუწოდა სტუდენტებსა და პროფესორ- მასწავლებლებს მონაწილეობა მიიღონ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებულ ესეების კონკურსში, რომელიც სწორედ, პირველი რესპუბლიკის 100 წლის შეფასებას უკავშირდება და საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოსათვის ამ მნიშვნელოვანი პერიოდის გააზრებაში.

პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი თაობებისათვის ძალიან საინტერესო იქნება იმის გაგება, რას ფიქრობდა მისი წინაპარი - როგორ ხედავდა განვლილ 100 წელსა და როგორ წარმოედგინა მას საკუთარი ქვეყნის მომავალი.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში პირველი რესპუბლიკის საქმიანობასა და მიღწევებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესულ იდეებზე, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა და შეიქმნა საქართველოს პირველი კონსტიტუცია.

"100 წლის წინ კიდევ ერთხელ აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა. ურთულესი ისტორიის მანძილზე ქართულმა საზოგადოებამ პროგრესული გადაწყვეტილება მიიღო და დემოკრატიული რესპუბლიკა შექმნა, რომელმაც აჩვენა ერის კულტურული და პოლიტიკური ორიენტაცია და გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი. პირველი რესპუბლიკიდან დღევანდელ დღემდე პროცესი გამოვაცხადე დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ სვლის პროცესად. დამოუკიდებლობა რაღაცისაგან გაქცევასა და თავის დაღწევას გულისხმობს, თავისუფლება კი, უფრო შემოქმედებითი პროცესია რაღაცის შექმნისა და კეთების პროცესი.

მჯერა რომ ერის მიზანი, და ის რამაც ამდენი საუკუნის განმავლობაში გადაგვარჩინა არის უნარის საკუთარის თავის იდენტიფიკაციის, და იმის, რომ მიხვდე ვინ ხარ და მომავალში რა ნაბიჯები უნდა გადადგა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
მერია - მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
სააგენტო - ზოგიერთ მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics