11:41 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-24 17:09:31, 2859 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი კენჭისყრიდან მოხსნა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა იდეის დონეზე მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი "პატრიოტთა ალიანსის" წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანია. იმ მოტივით, რომ საკანონმდებლო ინიციატივა დასახვეწია, კომიტეტმა კანონპროექტი დღეს კენჭისყრიდან მოხსნა.

კვიციანის ინიციატივით, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება 155-ე პრიმა მუხლი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“. თუ პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ასევე, ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ერთ წლამდე. ასევე, კანონპროექტის მიხედვით რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ორ წლამდე.

როგორც ემზარ კვიციანმა პროექტის განხილვისას განაცხადა, მსგავსი რეგულაციების არარსებობამ შესაძლოა ქვეყანას უბედურება მოუტანოს. 

"ამ კანონპროექტს ძალიან ბევრი მტერი ჰყავს. გვახსოვს, საფრანგეთში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას რა მოჰყვა. რელიგიური გრძნობები დაცული უნდა იყოს, მით უმეტეს, ჩვენთან, სადაც მართლმადიდებლობაზე პირდაპირი შეტევა მიდის. შეურაცხყოფა იყო არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ღმერთის მიმართ. ამის გამო, ბიჭებმა იგინეს და დღეს ციხეში სხედან. ეს სამართლიანია? ღმერთის გინების გამო, ადამიანს აგინეს და ახლა შვიდი ახალგაზრდა ციხეშია. საჭიროა, საკანონმდებლო რეგულაცია, რომ არავის ჰქონდეს სურვილი, გამოხტეს და ვიღაცის რელიგია და ღმერთი ლანძღოს. ეს კანონით უნდა იყოს დარეგულირებული. შეურაცხყოფისა და კეთილი ნების განმსაზღვრელი ყოველთვის არსებობდა. შეურაცხყოფაა გინება და პრეზერვატივზე წმინდანებს რომ დაახატავენ, ეს შეურაცხყოფა არაა? ამ ბოლო დროს მართლმადიდებლობაზე შეტევა წამოვიდა, ტელევიზორში ახალგაზრდა გოგო იყო, რომლის საქციელიც ამაზრზენია იყო. სიტყვის თავისუფლება ცილისწამებასა და შეურაცხყოფას არ ნიშნავს. ეს გამიჯნული უნდა იყოს. შეურაცხყოფა ზოგადად ცუდი რამაა, მით უმეტეს რელიგიაზე. ამიტომ გთხოვთ, მხარი დაგვიჭიროთ", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძის ინიციატივაა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც კანონპროექტის დახვეწაზე იმუშავებს. 

"პრინციპების დონეზე მხარს ვუჭერთ, მაგრამ არაკონსტიტუციური კანონის მიღებას ჯობია კონსტიტუციური კანონი მივიღოთ", - აღნიშნა კილაძემ. 

აღნიშნულ კანონპროექტზე ემზარ კვიციანთან ერთად საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძეც მუშაობდა. ტომარაძის მიერ შემუშავებულ პროექტს პარლამენტი უკვე მეორედ განიხილავს. პირველად რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ პროექტი პარლამენტში 2016 წელს შევიდა. ის "ქართული ოცნების" დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა წარადგინა, თუმცა მოგვიანებით პოლიტიკოსმა პროექტი გამოითხოვა. 

ცნობისთვის, რუსეთში 2013 წლის 1 ივლისს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონი მიიღეს. აღნიშნული კანონის დარღვევის შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეები ჯარიმით, თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე ან საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოების შესრულებით ისჯებიან. 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შალვა პაპუაშვილი - 29 აპრილს „ქუდზე კაცი“ უნდა გამოვიდეს
ნასარიძე - ხორბლის საჰექტრო მოსავლიანობის გაზრდის მიმართულებით სახელმწიფო აქტიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
CNN - მალაიზიაში საზღვაო ძალების 2 ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics